ხელვაჩაურის საარჩევნო უბნებზე ბიულეტენების დათვლის პროცედურა დასრულდა. ოლქში ინფორმაცია 46-ვე უბნიდან შევიდა.
''ქართული ოცნების'' მხარდაჭერილმა კანდიდატმა 42 უბანზე მოიგო. 4 უბანში კი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა.
საერთო ჯამში ხელვაჩაურში სალომე ზურაბიშვილმა 60,02%, ხოლო გრიგოლ ვაშაძე 39,98% მიიღო.
ხმების დათვლის პროცესში 449 ბიულეტენი გაბათილდა. ხელვაჩაურში 44 944 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხელვაჩაურში სალომე ზურაბიშვილმა გამარჯვება მოიპოვა, თუმცა 50%-იაინი ბარიერი ვერ გადალახა.