ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ავღანეთში ავღანეთში ქართველი ჯარისკაცებისთვის გახსნილ ორ საარჩევნო უბანზე გაერთაინებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა.
366-მა ჯარისკაცმა ხმა ვაშაძეს მისცა, 316-მა – კი “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს.
N2 გრიგოლ ვაშაძემ 86 ხმა მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა კი – 46.
საზღვარგარეთ დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში მოსამსახურე საქართველოს მოქალაქეებისთვის კენჭისყრა 26 ნოემბერს ჩატარდა, ხოლო ხმები დღეს დაითვალა.
პირველ ტურში ორივე უბანზე სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.