შუახევში ''ქართული ოცნების'' მხარდაჭერილმა კანდიდატმა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 58,83% მიიღო. მას მხარდაჭერა 5 476 მოქალაქემ გამოუცხადა.
რაც შეეხება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს ხმა საერთო ჯამში, 3832 ამომრჩეველმა მისცა, რაც 41,17%-ს შეადგენს. ბათილად კი 105 ბიულეტენი ჩაითვალა.
შუახევში 49 უბანზე ხმები დაახლოებით 2 საათში დაითვალეს.
არჩევნების პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილმა შუახევში 47.06% აიღო.