საარჩვენო უბნებზე ამომრჩეველთა 56% მივიდა - ცესკო

28 ნოემბერი 2018, 00:00 1847 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების კენჭისყრაში მონაწილეობა 1 975 845 ამომრჩეველმა მიიღო. ეს ამომრჩეველთა  56.23%

ამ რაოდენობაში არ შედის საზღვარგარეთ უბნებზე მისული საქართველოს მოქალაქეები. საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღალი აქტივობა ქედაში - 72.72% დაფიქსირდა. 

პირველ ტურში ამომრჩეველთა 46.66% მივიდა, რაც თითქმის 10% ნაკლებია. 

"მეორე ტური გამოირჩეოდა მაღალი აქტივობით" - განაცხადეს ცესკოში. პირველადი მონაცემები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ღამის 2:00 საათზე ელოდებიან. მიმდინარეობს უბნებზე ხმების დათვლის პროცესი.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი