17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩევლის ყველაზე მაღალი აქტივობა 58% ქედაში დაფიქსირდა

28 ნოემბერი 2018, 00:00 1704 ნახვა

17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩევლის ყველაზე მაღალი აქტივობა 58% ქედაში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი აქტივობა - 37% წალკაში, - აღნიშნული ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ბრიფინგზე სპიკერმა ანა მიქელაძემ გაასაჯაროვა.

აჭარის რეგიონებში ამომრჩევლის აქტივობა მთელი დღის განმავლობაში მაღალი იყო: ბათუმში ამომრჩევლის 47.3% (68 101) უკვე იმყოფებოდა არჩევნებზე; შუახევში საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა 52.2%-მა (7 912); ქობულეთში არჩევნებზე იმყოფებოდა ამომრჩევლის 49.8% (33 870); ხელვაჩაურში - 49.5% (22 261); ხულოში კი - ამომრჩევლის 48.7% (11 745) მივიდა არჩევნებზე. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 58% (9 100) კი დაფიქსირდა ქედაში.

17:00 საათის მონაცემებით, საერთო ჯამში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 47.31%-მა (1 662 453). არჩევნების პირველ ტურში კი 17:00 საათზე ფიქსირდებოდა 38.16%-იანი აქტივობა

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი