ბათუმის 'დინამომ' ს.კ. 'ცხინვალი' 4-0 დაამარცხა

27 ნოემბერი 2018, 00:00 2148 ნახვა

ბათუმის დინამომ საფეხბურთო კლუბი „ცხინვალი ანგარიშით 4-0 დაამარცხა. პირველი ნახევარი ფრედ 0-0 დასრულდა. მეორე ნახევრში 47-ე და 79 -ე წუთზე გოლები დინამოს ბრაზილიელმა ლეგიონერმა და ლიგის საუკეთესო ბომბარდირობის მთავარმა პრეტენდენტიმა ჯოვინო ფლამარიონმა გაიტანა.

68-ე წუთზე გოლის ავტორი ვლადიმერ მამუჩაშვილი გახდა. ერთი გოლი კი სტუმრებმა საკუთარ კარში გაიტანეს. მატჩი გრანდიოზული ფოიერვერკით და ნოკოლშოუს სიმღერის თანხლებით დასრულდა. 3 დეკემბერს ბათუმელები კიდევ ერთ საშინაო შეხვედრაში გაგრას უმასპინძლებენ, ეროვნულ ლიგა 2- ში ბოლო მატჩს გია გეგუჩაძის გუნდი 7 დეკემბერს, სტუმრად მარტვილის მერანთან გამართავს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი