ხანძარმა ცხმორისში მცხოვრები კონცელიძეების ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დატოვა

25 ნოემბერი 2018, 00:00 2871 ნახვა

ხანძრის შედეგად სოფელ ცხმორისში, ღია ცის ქვეშ დარჩა კონცელიძეების ოჯახი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა, განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები, რძის პროდუქტის მარაგი და თამბაქო. ქედის მერიაში ამბობენ, რომ დაზარალებულებს დროებით ქირით გაიყვანენ.

სპეციალური კომისიის შესწავლის შემდეგ კი დადგინდება რა სახის დახმარება გაეწევა ოჯახს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი