ბათუმის დრამატული თეატრის განახლებული შენობა გაიხსნა. შეცვლილია თეატრის მთავარი სცენის ინტერიერი, რესტავრაცია ჩაუტარდა სკამებს, შეიცვალა იატაკი და გათბობის სისტემა. შენობა მთლიანად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
თეთრის ნაცვლად ღია ნაცრისფერით შეიცვალა იარუსების ფერიც. ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულ თეატრის შენობა პრემიერ-მინისტრმა გახსნა, თუმცა ის მედიისთვის დახურული იყო.