საქართველოს ნაკრებმა ტონგა 20:9 დაამარცხა

24 ნოემბერი 2018, 00:00 1376 ნახვა

20:9 ამ ანგარიშით „ბორჯღალოსნებმა“ ტონგას ნაკრები დაამარცხეს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა. ბოლო წამებზე მასპინძლები მეტოქის ოცდაორმეტრიან ზონაში დამკვიდრდნენ და მრავალფაზიანი შეტევა ზურაბ ჟვანიას ლელოთი დასრულდა.

დღევანდელი მატჩი "ბორჯღალოსნებმა" გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში გამართეს.

ამავე კატეგორიაში