შვიდი გამარჯვებით და ამდენივე მარცხით შეხვდა, კიუშუ ბაშოს მე-14 დღეს ტოჩინოშინი. სუპერ ტურნირის ბოლოს წინა დღეს ის სეკივაკე მიტაკეუმის დაუპირისპირდა და მეტოქე მარტივად, რამდენიმე წამში დაამარცხა.
ქართველმა უპირატესობა პირველივე მიძალებისას მოიპოვა, მიტაკეუმი დოჰიოდან მარტივად, იორიკირით გაიყვანა.