ქედის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი 10 მილიონ 412 ათასი ლარით განისაზღვრა. კაპიტალური ტრანსფერი 3 მილიონ 800 ათასი ლარია. პროექტი გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით 800 ათასი ლარით მეტია. პრიორიტეტები წელსაც ინფრასტრუქტურაა.
დაგეგმილია სხვადასხვა სოციალური პროგრამები და კულტურული ღონისძიებები. დაინტერესებულებს ბიუჯეტის პროექტზე, საკუთარი მოსაზრებებისა და შენიშვნები წარდგენის საშუალება აქვს. ბიუჯეტის საბოლოო ვერსია 28 დეკემბრამდე უნდა დამტკიცდეს.