გარდაცვლილი პაციენტის მკურნალი ექიმი საქმიანობას ერთ თვეში დაუბრუნდება - ოჯახის პროტესტი

21 ნოემბერი 2018, 00:00 3165 ნახვა

ერთი თვით შეუჩერა სერტიფიკატის მოქმედების ვადა პროფესიული განვითარების საბჭომ ექიმს, რომელმაც ზუკა ფაღავას გაუწია პირველადი დახმარება გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე. ეს არის სანქცია სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მიერ დადგენილ გადაცდომაზე,  შესაბამისად ბეჟან ხოზრევანიძე პაციენტებს გადაუდებელ დახმარებას ვერ გაუწევს, მხოლოდ 9 დეკემბრამდე.

ვადის გასვლის შემდეგ კი ექიმს შეუძლია, ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდეს.  26 წლის ზუკა ფაღავა, რომელიც ჩვენი თანამშრომელი იყო, 31 მარტს, კლინიკა „მედ - ცენტრში“ გარდაიცვალა.  გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა. პირველადი დიაგნოზი კი მოწამვლა იყო და პაციენტს შესაბამისი მკურნალობა უტარდებოდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი