ტოჩინოშინმა იჩინოჯო იორიკირით დაამარცხა

20 ნოემბერი 2018, 00:00 1595 ნახვა

იაპონიაში მიმდინარე წლის უკანასკნელი ბაშოს მეათე საბრძოლო დღე ქართველი სპორტსმენისთვის წარმატებული გამოდგა.

ლევანის დღევანდელი მეტოქე, სეკივაკეს წოდების მქონე, იჩინოჯო იყო, რომელიც ქართველმა იორიკირის ილეთით დაამარცხა და ბალანსი კვლავ გაანულა (5-5).  მიმდინარე ბაშოზე 5 ბრძოლაა დარჩენილი და ლევანს მინიმუმ 3-ს მოგება სჭირდება იმისთვის, რომ დადებითი ბალანსი დააფიქსიროს.

ხვალ, ტოჩინოშინის მეტოქე მაეგაშირა ჩიოტაირიუ იქნება.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში