ხანძრით დაზარალებული ოჯახები, რომლებსაც გარკვეული თანხით ხელისუფლება დაეხმარა, კვლავ დახმარებას ითხოვენ. ამბობენ რომ, სრულად განადგურებული სახლის აღსადგენად 10 ათასი ლარი არ აღმოჩნდა საკმარისი. საუბარია ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოთხ ოჯახზე, ერთს კი ხანძარმა სახლი ნაწილობრივ დაუზიანა.
ცხმორისში მცხოვრებმა ნაკაშიძეებმა და ვასაძეებმა ვერ შეძლეს სახლის მშენებლბის დასრულება, ასე რომ მათ ზამთრის გატარება დამხმარე ნაგებობაში უხდებათ.