სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მოქალაქეთა გადაადგილება აღდგენილია. დილით გადაადგილება ტექნიკური მიზეზის გამო შეზღუდული იყო. როგორც თურქეთის გენერალური საკონსულოდან გვაცნობეს, პრობლემა შეიქმნა თურქეთის მხარეს, რიგის მიზეზი თურქეთის მხარეს, ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემები იყო. საქართველოს მოქალაქეები აღნიშნავდნენ, რომ შეფერხების მიუხედავად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს გამშვებ პუნქტზე უშვებდნენ.
რაზეც საკონსულოში გვითხრეს, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების იდენტიფიცირება საბაჟოზე არსებულ პოლიციის განყოფილებაში შესაძლებელი იყო. ყველა სხვა ქვეყნის მოქალაქეების იდენტიფიცირება კი ვერ ხერხდებოდა. მოძრაობის აღდგენამდე საქართველოს მოქალაქეების ნაწილი იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო.