საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი კვლავ განსჯის საგანია. თარიღი მისაღებია უმაღლესი საბჭოს უმრავლესობისთვისაც. დეპუტატები დარწმუნებული არიან რომ თარიღის შუა კვირაში ჩანიშვნა დაბრკოლებებს არ შექმნის მაგალითად კი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს 2012 წლის საპარლამენტოს არჩევნებს იხსენებენ.
ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ ხელისუფლება ამით იმ აქტივის მობილიზებას შეეცდება, რომლებიც ძირითადად საჯარო სამსახურებში არიან დასაქმებულები. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ცესკომ ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიიღო.