ხელოვნების მუზეუმში დღეს ბათუმელი მხატვრის თეონა პაიჭაძის რიგით მესამე გამოფენა გაიმართა. ნამუშევრების დიდი ნაწილი შესრულებულია პოლიგრაფიული მასალის გამოყენებით, ასევე აკრილითა და პოლიეთილენით. ნამუშევრები ფერწერის, გრაფიკისა და შერეული ტექნიკის ჟანრშია შესრულებული. გამოფენა 14 აგვისტომდე გაგრძელდება.