აჭარის მთავრობა მუნიციპალიტეტებს კაპიტალურ ტრანსფერს უმცირებს - თუ წელს თვითმმართველობებმა ჯამში 70 მილიონი ლარი მიიღეს, მომავლისთვის ეს თანხა ბიუჯეტის პროექტში 54 მილიონამდეა შემცირებული.
ამის მიუხედავად აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ ჯამში თვითმმართველობებში ფინანსური რესურსის სიმცირე არ იქნება, რადგან თანხა სხვადასხვა წყაროდან შევა, მათ შორისაა დონორი ორგანიზაციები. ამასთან იზრდება მუნიციპალიტეტებისთვის შექმნილი ფონდის მოცულობა, მომავალში 8 მილიონს გათვალისწინებენ, დასაბუთების შემთხვევაში კი თანხას თვითმმართველობები მიიღებენ პრექტებისთვის. წელს ფონდში 2.7 მილიონი ლარი იდო, რომლის ათვისებაც თითქმის დასრულებულია.
რაც შეეხება ტრანსფერებს ჯერ-ჯერობით მხოლოდ 80 პროცენტია დახარჯული.
მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი