დაცულია თუ არა სახანძრო უსაფრთხოების წესები ბაზრობაზე, სადაც ასობით მოქალაქე დადის

09 ნოემბერი 2018, 00:00 2460 ნახვა

წებოვანი ლენტით ლითონის მილზე სახელდახელოდ დამაგრებული ნათურები და ქაოტურად განლაგებული ელექტროსადენები. სავაჭრო ობიექტი, სადაც დღის განმავლობაში ასობით მოქალაქე მიდის და ათობით მეწარმეს მაღაზიას აქვს, ერთი შეხედვით საფრთხის შემცველია.

ფოტოები მაუწყებელმა ე.წ. ფარეხის ბაზრობაზე გადაიღო.

კანონის თანახმად ობიექტზე განთავსებული უნდა იყოს საევაკუაციო გეგმა, შენობაში უნდა იყოს ცეცხლმაქრობები.  

მაკონტროლებლებს ბაზრობა სახანძრო უსაფრთხოებაზე ჯერ არ შეუმოწმებიათ.

როგორც მაუწყებელმა გაარკვია,  ახალი რეგულაციების მიხედვით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური წარმომადგენლები ობიექტზე წლის ბოლომდე მივლენ და არსებულ სიტუაციას ნახავ. ბონის ბაზრობა შესამოწმებელ ობიექტთა ნუსხაში მოხვდა.

საქართველოში “სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ” კანონი 1 აგვისტოდან ამოქმედდა. სწორედ ამის შემდეგ დაექვემდებარა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო ზედამხედველობის კონტროლს ქვეყანაში არსებული სასტუმროები, მათ შორის საოჯახო ტიპის დასასვენებელი სახლები და საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტები. გაიზარდა ადმინისტრაციული ჯარიმებიც. 

აჭარაში 10-მდე სავაჭრო ობიექტზე სახანძრო უსაფრთხოება დაცული არ არის. ეს ოქტომბრის თვის მონაცემებია. ყველა მათგანმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისგან გაფრთხილება და რეკომენდაციები მიიღო, ხუთი კი წესების დარღვევის გამო დაჯარიმდა.

ბოლო წლებში ბაზრობებზე მასშტაბური ხანძარი არაერთხელ გაჩნდა. მათ შორის ორჯერ ე.წ ხოფის ბაზრობაზე. 

უფრო ვრცლად შეგიძლიათ ნახოთ ლინკზე: http://ajaratv.ge/news/ge/34263/atcharashi-10-mde-savatchro-obieqtze.html.html?fbclid=IwAR00YoUB8wkaXnoRRfrwhWclQS2g-H9e3kIUKv9q7KRATjzazrkoX_JbI3M

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი