2019-2021 წლებში, მასწავლებლების, სკოლის დირექტორებისა და ადმინისტრაციის ხელფასები იზრდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის განცხადებით ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის გაგრძელდება, 2022 წლისთვის მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1500 ლარს მიაღწევს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი - 2000 ლარი და მეტი იქნება.
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში თანხები უკვე გათვალისწინებულია.