მომავალი წლიდან პირველკლასელთა სკოლაში მისვლის ასაკი ისევ იცვლება. კერძოდ, პირველ კლასში დარეგისტრირება შეეძლებათ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ. წელს პირველ კლასში დარეგისტრირება შეეძლოთ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე უსრულდებოდათ.
რეფორმა პირველკლასელთა ასაკთან დაკავშირებით რამდენიმე წლის წინ დაიწყო, რამაც მათი ზრდა გამოიწვია.
წელს აჭარაში 6500-მა პირველკლასელმა დაიწყო სწავლა.