''იაფი სახლის მშენებლობა" განახლდა. ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება. ბენეფიციარებს სოციალურ სახლში ბათუმის მერიაში წლების განმავლობაში დაგროვებული 3 ათასამდე განცხადებიდან შეარჩევენ.
2016 წელს "იაფი სახლის" ასაშენებლად ბიუჯეტიდან 4 მილიონ ნახევარი გამოიყო, გამარჯვებულმა კომპანიამ ავანსად მიღებული მილიონ ნახევარი ლარი მიითვისა და გაუჩინარდა. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. ქალაქის მერიას კი სოოციალური სახლის ასაშენებლად თანხების გათვალისწინება განმეორებით მოუხდა.