დღეს ეროვნული ლიგა 2 - ის 30-ე ტურში „დინამო“ ბათუმი ქობულეთის შუქურას შეხვდება. გუნდებს რადიკალურად განსხვავებული სატურნირო მიზნები აქვთ, ბათუმელები ცხრილში პირველ ადგილზე არიან და ეროვნულ ლიგაში გადასვლასთან რამდენიმე მოგება აშორებთ
. შუქურას მიზანი კი ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილის შენარჩუნებაა. მატჩი 18:00 საათზე ანგისის საფეხბურთო ბაზაზე დაიწყება. თამაშს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ, რის გამოც მთავარი 18 საათზე ეთერში არ გავა. მოკლე საინფორმაციო დაიჯესტი კი მატჩის შესვენების დროს გავა ეთერში