ქედაში 6 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ სამი პირი დააკავა

01 ნოემბერი 2018, 00:00 4470 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქედაში მომხდარ აფეთქების ფაქტზე, რომელსაც 6 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა 3 პირი დააკავა. სამივე მათგანი თურქეთის მოქალაქეა

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ კომპანია ბურღვა-აფეთქებით სამუშაოებს უკანონოდ და უსაფრთხოების წესების დარღვევით აწარმოებდა.

''გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს ქედის რაიონის სოფელ ჭინკაძეებში, შპს „სტრუიკ გრუპ ჯორჯია”-ს ქვე კონტრაქტორი შპს „ალბაირაქი"-ს და შპს ,,დინამიტი-ლ.დ"-ს თანამშრომლები გამოძიების პირველადი ინფორმაციით უკანონოდ და უსაფრთხოების წესების დარღვევით აწარმოებდნენ ბურღვა-აფეთქებით სამუშაოებს. ძლიერი აფეთქების შედეგად გასროლილი ქვა თავის არეში მოხვდა 2012 წელს დაბადებულ გ.ო.-ს, რომელიც მიყენებული დაზიანების გამო ადგილზე გარდაიცვალა'' - წერია განცხადებაში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენებას გულისხმობს. გამოძიების პროცესში მტკიცებულებების მოპოვების შედეგად შესაძლოა გამოიკვეთოს სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი.

გუშინ ქედაში, სოფელ დოლოგანში კარიერის აფეთქებისას 6 წლის ბავშვი დაიღუპა. მოზარდი მიმდებარე ტერიტორიაზე, 100 მეტრის რადიუსში საცხოვრებელი სახლის ეზოში თამაშობდა. 

შემთხვევის ადგილზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც მივიდა. თორნიკე რიჟვაძემ გუშინ განაცხადა, რომ  ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯებოდა, რადგან აფეთქებების შესახებ მოსახლეობა გაფრთხილებული არ იყო. 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი