მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნებულ ვერცხლის პრიზიორს არჩილ მალაყმაძეს და ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალოსან ძალოსანს ბაქარ თურმანიძეს განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროში უმასპინძლეს.
მინისტრმა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სპორტსმენებს წარმატება მიულოცეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.