ბათუმში ორი ახალგაზრდა სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს

29 ოქტომბერი 2018, 00:00 4278 ნახვა

ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე ორი ახალგაზრდა დაჭრეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცებს ჭრილობები, სავარაუდოდ ცივი იარაღით ჰქონდათ მიყენებული. ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ერთი ხელის არეში იყო დაჭრილი, მეორეს კი დაზიანებები ფეხზე ჰქონდა. 

თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდებს სავარაუდოდ შელაპარაკება მოუვიდათ. 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში