ბარსელონამ კამპ ნოუზე სამეფო კლუბი დიდი ანგარიშით დაამარცხა

28 ოქტომბერი 2018, 00:00 1744 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ ბარსელონასა და მადრიდის რეალს შორის შეხვედრა დასრულდა. ბარსელონამ 5-1 გაიმარჯვა.

პირველ ტაიმში მადრიდის ''რეალმა 2 გოლი გაუშვა. მე-11 წუთზე კაუტინიომ გახსნა ანგარიში, ხოლო 30-ე წუთზე კი სუარესმა 11 მეტრიანი გაიტანა. პენალტი სადაო იყო, ამიტომ მსაჯმა ვიდეო-რეფერის დახმარებით დაადგინა, რომ მადრიდელთა საჯარიმოში რაფაელ ვარანმა ლუის სუარესი წააქცია.

მეორე ტაიმი მადრიდელების უპირატესობით დაიწყო, 50-ე წუთზე მოწინააღმდეგის საჯარიმოში არეულობით ბრაზილიელმა მარსელომ ისარგებლა და ანგარიში მინიმუმამდე 2-1 შეამცირა.

74 და 83 წუთებზე კი ლუის სუარესმა კიდევ ორი გოლი გაიტანა და ანგარიში 4-1 გახდა.

87-ე წუთზე თამაშს წერტილი არტურო ვიდალმა დაუსვა, 5-1. 

ესპანეთის ჩემპიონატში, 10 ტურის შემდეგ ბარსელონა 7 ქულით უსწრებს სამეფო კლუბს.

ამავე კატეგორიაში