პარტია ''ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს'' თავმჯდომარე ამბობს, რომ მეორე ტურის ალბათობა არის. ბიძინა ივანიშვილის თქმით, მეორე ტურში აუცილებლად სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს.
''მეორე ტურის ალბათობა არის ძალიან დაბალი, მაგრამ მეორე ტურის ალბათობა მაინც არის. თუ მეორე ტური იქნება კითხვითი ნიშანი არ არის აუცილებლად გაიმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი'' - განაცხადა ივანიშვილმა.
პარტიის თავმჯდომარემ ხმა რამდენიმე წუთის წინ მისცა. ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად მივიდა. მოგვიანებით ჟურნალისტებთან თქვა, რომ დღეს ხმა საქართველოს ევროპულ არცევანს მისცა.
''ვფიქრობ, რომ დღევანდელი არჩევანით, რომელსაც საქართველოს უმრავლესობა გააკეთებს, ჩვენ საბოლოოდ უარს ვიტყვით სიცრუეს, ძალადობას, უკულტურობას. მოვძებნით სწორ გზას. ევროპა და კულტურა ეს იქნება ჩვენი დიდი ისტორიის პატივისცემა. საბოლოოდ ჩვენს დიდ ოჯახს შევუერთდებით''.