ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკაში კენჭისყრის პროცედურა განახლდება. საკითხის შესწავლის შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება მიიღო - ყველა ამომრჩეველს, რომელიც უბანზე მივა ტექნიკური ხარვეზების შესახებ დეტალურად მიაწვდიან ინფორმაციას.
ასევე თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრავენ განცხადებას, იმის შესახებ, რომ ბიულეტენში 51 ნომერი კარგად არ ჩანს და ვიდრე გადაწყვეტილება მიიღებენ უნდა დააკვირდნენ.
32-ე საარჩევნო უბანზე 1270 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ქობულეთის ოლქის თავმჯდომარის ინფორმაციით, ბიულეტენებთან დაკავშირებული მსგავსი სახის ხარვეზი, არცერთ სხვა უბანზე არ ფიქსირდება.
დაახლოებით ერთი საათია წყავროკაში მოქალაქეები ხმის მიცემას ვერ ახერხებენ.