არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე საარჩევნო კამპანიის დასასრული, ბრიფინგზე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის თქმით საარჩევნო კამპანიის უარყოფითი მახასიათებელი იყო რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის პირდაპირი მონაწილეობა წინასაარჩევნო აგიტაციაში და მათი გულგრილი დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების უხეში გადაცდომების მიმართ.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, საარჩევნო პროცესის დადებითი მხარე იყო სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმართული ევროპული სტილის კამპანია, რომელიც ამომრჩევლისთვის საპრეზიდენტო ხედვის წარდგენაზე იყო ორიენტირებული.