ბათუმის ისტორიასთან დაკავშირებულ სახლებს კორპუსები ჩაანაცვლებს

22 ოქტომბერი 2018, 00:00 3224 ნახვა

ბათუმში მალე შესაძლოა კიდევ ერთმა კვარტალმა შეიცვალოს იერი, ამჯერად გორგილაძის ქუჩის ბოლო მონაკვეთზეა საუბარი, სადაც გასულ საუკუნეში ბრიტანულ ჯარებს ჰქონდათ ბინა. კვარტალი დაკავშირებულია ქალაქის ისტორიასთან, თუმცა არ ხვდება ჯერ კიდევ დაუმტკიცებელ ისტორიული საზღვრების ზონაში.

სავარაუდოდ დაანგრევენ ერთ-ერთ ორსართულიან სახლს, რომლის დაცლაც თითქმის დასრულებულია. მერიაში გვეუბნებიან რომ ჯერ კონკრეტული არაფერი იციან რადგან მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით წერილი არ შესულა. ჩვენი ინფორმაციით კი დაინტერესებული ინვესტორი მაღლივი კორპუსის მშენებლობის ნებართვისთვის ქალაქის მთავრობას უახლოეს პერიოდში მიმართავს.

ამავე კატეგორიაში