გადატვირთული ჯგუფები 33-ე საბავშვო ბაღში

22 ოქტომბერი 2018, 00:00 4732 ნახვა

40-45 ბავშვი ერთ ჯგუფში - სწორედ ამდენი მოზარდი ირიცხება ურეხის, 33-ე საბავშვო ბაღის სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში. მშობლები ამბობენ, რომ შეუძლებელია ამდენ მოზარდს  ერთმა აღმზრდელმა და ერთმა მასწავლებელმა თანაბარი ყურადღება დაუთმოს.

ბაღების გაერთიანებაში კი ირწმუნებიან რომ ეს დროებითია. ადმინისტრაციის ცნობით სხვა ბაღის რემონტის გამოა ჯგუფები გაერთიანებული, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ამავე მიზეზით ახალგახსნილი ბაღი გასულ წელსაც იყო გადატვირთული, მაშინ სხვა ბაღის რემონტი იყო მიზეზი. მოზარდებს მუდმივად უხდებათ ახალ მასწავლებელთან და ძიძებთან ადაპტაცია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი