დაბერების პროცესებისა და მექანიზმების შესახებ თანამედროვე მიღწევებზე მსჯელობენ კონფერენციაზე. გერონტოლოგიისა და გერიატრიის საერთაშორისო სკოლას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს.
შეხვედრაზე გერონტოლოგიის ფუნდამენტური კონცეფციების და სხვადასხვა ქვეყნის მაგალითს განიხილავენ. კონფერენცია 4 დღიანი, 25 ოქტომბერს კი გასვლითი ღონისძიებაა დაგეგმილი ხულოს ჰოსპიტალში. 15 სხვადასხვა დარგის ექიმი 12-დან 16 საათამდე მოსახლეობას ნევროლოგიის, ენდოკრინოლოგიის, ორთოპედიის, უროლოგიის, ქირურგიისა და ოფთალმოლოგიის მიმართულების უფასო კონსულტაციებს გაუწევენ.