რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული სამხედროების მზადყოფნას ამოწმებს

22 ოქტომბერი 2018, 00:00 1531 ნახვა

 რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში რუსი სამხედროების მზადყოფნას ამოწმებენ. როგორც რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურში აცხადებენ, „გეგმიურ წვრთნებში 2000 ჯარისკაცი და 500 ერთეული სამხედრო ტექნიკა მიიღებს მონაწილეობას“.

გეგმიური შემოწმება ოკუპირებულ რეგიონებში განლაგებული რუსული ბაზების მთელ პირად შემადგენლობას ეხება. შემოწმება კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

ამავე კატეგორიაში