დღეს საქართველოს ისტორიაში პირველი „კანაფის ფესტივალი“ შედგა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „დედაენის ბაღში“ აპარატურა არ შეატანინეს და პოლიტიკური გაერთიანების ლიდერები პოლიციაში გადაიყვანეს, ფესტივალი მაინც ჩატარდა. პარტიაში აცხადებენ, რომ ჯაფარიძე პოლიციას ნებაყოფლობით არ გაჰყოლია და ის გაიტაცეს.