ძალადობა თუ თერაპია? მთავარ ამბებთან დედა ყვება, რომ მის შვილზე იძალადეს. 4 წლამდე პატარას აუტისტური სპექტრის აშლილობის ნიშნები დაუდგინდა, რის გამოც სპეციალისტების დახმარება სჭირდება, სწორედ ამ მიზნით მიიყვანეს ბავშვი თერაპევტთან, როგორც მშობელი ამბობს, თავად უყურა, თუ როგორ ძალადობდა ფსიქოლოგი ბავშვზე. როგორც თავად სპეციალისტი ყვება, ეს თერაპიის ერთერთი მეთოდია, რომელსაც თავად იყენებს. მშობელმა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა და ისინი ფაქტს უკვე სწავლობენ.