ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა - ტრაგედია ხულოში

19 ოქტომბერი 2018, 00:00 26737 ნახვა

ხულოში, ღორჯომის თემში, ძლიერ ხანძარის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.  სამაშველო ბრიგადები ორ მოქალაქეს ეძებდნენ, მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი იმ სახლში იმყოფებოდნენ, რომლებიც სრულად დაიწვა. 

ინფორმაციას ღორჯომის თემის რწმუნებული ადასტურებს. მისივე ინფორმაციით, ცეცხლი ლოკალიზებულია და  სხვა საცხოვრებელს სახლებს საფრთხე აღარ ემუქრება. 

ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და ერთი არასრულწლოვანი. 

მაუწყებლის ინფორმაციით, სოფელ ჭახაურში ცეცხლი ორ საცხოვრებელ სახლს, ორი საათის წინ, ერთდროულად გაუჩნდა. საცხოვრებელ სახლებთან ერთად მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დამხმარე შენობა ნაგებობებიც დაიწვა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი