პრეზიდენტობის კანდიდატები ყოველდღიურ რეჟიმში აცნობენ მოსახლეობას სტრატეგიას ქვეყნის მნიშვნელოვან საკითხებზე, ამისთვის კი სხვადასხვა ფორმას ირჩევენ. ნაწილი ამომრჩეველს საჯარო შეხვედრებზე, ღია ცის ქვეშ აცნობს საკუთარ ხედვას, ნაწილი კი - საარჩევნო შტაბში, რომელიც აჭარაში მხოლოდ ოპოზიციას აქვს გახსნილი.