მიწის რეგისტრაციის რეფორმა 31 დეკემბრამდე გრძელდება. რეფორმის ფარგლებში გამარტივებული პროცედურებით ამ დროისთვის 554 ათასზე მეტი საკუთრების უფლება დარეგისტრირდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დაინტერესებული პირის მიერ აზომვითი ნახაზისა და განცხადების წარმოდგენის შემდეგ ეხმარება მოქალაქეებს საბუთების მოძიებაში და უფასოდ სთავაზობს სერვისებს.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, მიმართონ იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს. პროცესი 1 აგვისტოდან დაიწყო. კანონის თანახმად, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა; რეფორმის დასრულების შემდეგ საკუთრების უფლების დარეგისტრირება კვლავაც შესაძლებელი იქნება.