ძალადობენ თუ არა მცირეწლოვნებზე საბავშვო ბაღებში? ერთ-ერთ საქმეზე სამართლებრივი დავა მიმდინარეობს. ბავშვის დედა სკოლამდელი დაწესებულებას უჩივის. ბრალდებები მიუღებელია საბავშვო ბაღის ადმინისტრაციისთვის. გუშინ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტომასალა, რომელშიც ჩანს შესაძლო ძალადობის ფაქტი.
რატომ არ ახმაურებენ ხშირ შემთხვევაში მშობლები შვილებზე განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის ფაქტებს, კონტროლდება თუ არა კერძო საბავშვო ბაღები და რას გვეუბნებიან სოციალური მომსახურების სააგენტოში?