საპრეზიდენტო კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ. დღეს ბათუმში მწერალთა სახლში ინტელიგენციის ნაწილს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი შეხვდა და საკუთარი პროგრამა გააცნო. მან ყურადღება მოსახლეობის მძიმე სოციალურ პირობებზე გაამახვილა და ქვეყნის მართვის სისტემის შეცვლის აუცილებლობაზე ისაუბრა.