ქართველმა სპორტსმენებმა ახალგაზრდულ  ოლიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულეს

17 ოქტომბერი 2018, 00:00 1906 ნახვა

ქართველმა  სპორტსმენებმა მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა დაასრულეს. 1 ოქროს, 4 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი - ასეთია ჩვენი გუნდის არგენტინული მონაგარი. გუშინ 16 ოქტომბერს, ოლიმპიადის ბოლოსწინა საშეჯიბრო დღეს 3X3 კალათბურთში საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში მასპინძელ არგენტინას დაუპირისპირდა, 12:21 დამარცხდა და ტურნირს ამ ეტაპზე გამოეთიშა,თუმცა ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საქართველომ სათამაშო  სახეობაში ლიცენზია მოიპოვა და ოლიმპიური თამაშების ფინალურ ეტაპზე გავიდა. 

საბოლოოდ კი 20 გუნდს შორის მე-8 ადგილი დაიკავეს. მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში სულ 15 ქართველი, სპორტის 10 სახეობაში ასპარეზობდა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი