მჯდომარე ფრენბურთის გუნდი ავსტრალიაში, ქალაქ სიდნეიში დაგეგმილ „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილეობას მიიღებს

17 ოქტომბერი 2018, 00:00 1932 ნახვა

მჯდომარე ფრენბურთის გუნდი ავსტრალიაში, ქალაქ სიდნეიში დაგეგმილ „ძლიერთა თამაშებში“  მონაწილეობას მიიღებს. ქართული გუნდი   სპორტის შვიდ სახეობაში წარსდგება: მშვილდოსნობა, იაგუარის რალი, ცურვა, ძალოსნობა, მძლეოსნობა, მჯდომარე ფრენბურთი და ნიჩბოსნობა ტრენაჟორზე.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა თუ საერთაშორისო მისიებში დაჭრილი და დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები წელს „ძლიერთა თამაშებში“ უკვე მეოთხედ მიიღებენ მონაწილეობას. შეჯიბრება სიდნეიში  20-დან 27 ოქტომბრის ჩათვლით  ჩატარდება.

 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში