მომავალი წლიდან სოფლის მხარდაჭერის განახლებული პროგრამა უნდა ამოქმედდეს. ცვლილების ავტორი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა.
უწყებაში ვერ გვეუბნებიან, რა ტიპის სიახლეებს შესთავაზებენ მოსახლეობას, თუმცა ამბობენ იმას, რომ 2016 წლამდე მოქმედ პროგრამაში ხარვეზები იყო. სოფელს რომ მხარდაჭერა სჭირდება ამაზე ჩვენი რესპოდენტებიც საუბრობენ.