ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში „ნატოს ლოგისტიკური პრინციპების და სტანდარტების“ კურსი გაიხსნა. სემინარი ნატოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე თანამედროვე ლოგისტიკური სტანდარტებისა და პრინციპების გაცნობას ითვალისწინებს.
3 დღის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები სტრატეგიული გადასროლის ლოგისტიკურ მხარდაჭერას, ლოგისტიკის მხარდამჭერი ცენტრის მართვის პრინციპებსა და ოპერატიული დაგეგმარების პროცესებს გაეცნობიან.