2019 წლის ბიუჯეტის შემაჯამებელი საკომიტეტო განხილვა

16 ოქტომბერი 2018, 00:00 1735 ნახვა

პარლამენტში დღეს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემაჯამებელი საკომიტეტო განხილვა გაიმართება. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტს  ფინანსთა მინისტრის მოადგილე წარადგენს. მანამდე 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს  განიხილავენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზეც.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის  30 პროცენტი სოციალური ხარჯების დაფინანსებას უნდა მოხმარდეს. საპარლამენტო ოპოზიცია მთავარ ფინანსურ დოკუმენტს იწუნებს და აღნიშნავს, რომ ბიუჯეტი საზოგადოების ინტერესებს არ ასახავს. 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში 9 ოქტომბერს დაიწყო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი