საბერძნეთის პორტო კარასში მიმდინარე ქალ მოჭადრაკეთა 23-ე საკლუბო ჩემპიონატებზე ბათუმის საჭადრაკო კლუბმა „ნონა“-მ კვლავ გამარჯვება მოიპოვა.“ნონა”-ს წევრებმა მესამე ტურის პარტია რუსეთის “უგრა”-ს მოუგო. მეოთხე ტურში ბათუმის “ნონა” საფრანგეთის “მიულჰაუს ფილიდორი”-ს მეტოქე იქნება. საჭადრაკო კლუბი სამი ტურის შემდეგ, 6 ქულით, სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია.