მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ფიგურირებს, საგამოძიებო მოქმედებები მთავარ პროკურატურაში 12 ოქტომბერს დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე.