ადამიანების წამების ფაქტები,50 კაციანი შეარაღებული დაჯგუფება, ხორავას საქმის ''დალაგება'' - რუსთავი 2 ფარულ ჩანაწერს ავრცელებს

15 ოქტომბერი 2018, 00:00 3066 ნახვა

ტელეკომპანია "რუსთავი 2" ფარულ ჩანაწერს ავრცელებს, რომელიც ტელეკომპანიის მტკიცებით, გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და მასში ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დაკავებული მირზა სუბელიანი ფიგურირებს.

ჩანაწერში, რომლის ავთენტურობა არ არის დადგენილი, საუბარია ხორავას ქუჩაზე მომხდარი საქმის "დალაგებაზე", ბრალდებული სუბელიანის ხელისუფლებასთან არსებულ ფინანსურ გარიგებასა და ციხეში განსაზღვრული დროით ''დაჯდომაზე''.  ქვეყანაში არსებულ შეიარაღებულ 30-50 კაციან დაჯგუფებაზე, გახმაურებულ საქმეებზე (ნავთლუღის სპეცოპერაცია") ადამიანების გატაცებასა და წამებაზე, პროკურორების ფინანსურ უზრუნველყოფაზე. 

მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის აქციების შემდეგ, მირზა სუბელიანი, მკვლელობის საქმეზე შს სამინისტროსთვის ინფორმაციის შეუტყობინებისთვის დააკავეს.

გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, სავარაუდოდ სუბელიანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროსა და გენერალური ინსპექციის ყოფილი მაღალჩინოსანი, დავით ცუხიშვილი ფიგურირებენ. 

აღნიშნულ ჩანაწერში, სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ამბობს, რომ ის ციხეში მოზარდების მკვლელობის საქმეზე, საკუთარი სურვილით ჩაჯდა კონკრეტული ვადით და პირობით - ერთ წელი ციხეში, ხოლო ერთი წელი პირობითი სასჯელი ციხის გარეთ. ამით კი ორ სხვა ადამიანს დააფარა ხელი, რომლებსაც "თავზე დაენგრეოდა" აღნიშნული საქმე. 

“მე ვამბობ ეგეთ რაღაცას ძმაო, მომისაჯონ, დავიღალე რა, რო წახვალ უთხარი მომცენ მე ჩემი, არ მინდა არც შეღავათი და არც არაფერი, ხო ვთქვი ერთი წელი და მომისაჯონ და დამანებონ თავი რა. აღარ მინდა არც შეღავათი, ხო ვთქვი ერთი წელი, ვიჯდები ის ერთი წელი, დავიღალე რა, დამანებონ თავი რა.
ვ - შენ უნდა იყო ქვაზე მაგარი, ვიტამინები მიიღე და თავს მიხედე.
მ - ერთ რამეს გეტყვი, მე სხვა რამეს ვდარდობ, მეთქი ნახავს სახელმწიფო, ჩვენს გამო წავიდა და დაჯდა, ჩვენ გადაგვარჩინა და გამოხვალ და მირზა შენ ეს გექნება, მირზა შენ ის გექნება და ამის გამო რას ვიღებ ბოლოს ჩემი დედის ტ...ნას?! იმაში დარწმუნებული ვარ რო, იმას ეტყოდნენ სხვანაირად, მტკიცებულებები გვაქვსო, ბიჭო ოცნებამ მიიღეთ ძმაო, თქვენი გუნდის პატიმარი, თქვენი გუნდის, ამხელა შეცდომა ბოზიშვილი ვიყო მიშას არ დაუშვია, შენ ხვდები ეს რამხელა შეცდომაა?! არ მინდა არც დაკლება მინდა, ვიჯდები ეს ერთი წელი მჭირდება, ეს ნეგატიური პოზიცია რო გავდევნო, თორე მე რო ახლა გავიდე გარეთ შეიძლება სასწაულები ჩავიდინო..."

ჩანაწერში, რომლის ავთენტურობა არ არის დადგენილი, ასევე,საუბარია ფინანსურ უზრუნველყოფაზე, რომელიც შს მინისტრის მოადგილეს კაკალაძეს მინისტრის დავალებით უნდა მოეგვარებინა. 

კაკავამ იცის მარა იმათ არ იციან, შეიძლება ეს აუხსნის იმათ მთელ კოზირებს რო წავიდნენ.
ვ - კაკავა ხო თავიდან იქ იჯდა?
მ - იქ იჯდა მარა შტერი არ არის რო წამოცდეს.
ვ - მაგი მინისტრის მოადგილე არაა?
მ - ხო.
ვ - რა დარგით?
მ - ეკონომიკურის განხრით და იმან უთხრა გასვლის დროს, პროსტა მიხედეთ ამ საქმესო, მეტი იმას სიტყვა არ უთქვამს, მეტი პრივილეგია და უფლებამოსილება მაგისთვის არავის არ მიუნიჭებია ძმაო.
ვ - ამაზე რა მითხრეს იცი, თუ რაიმე განსაკუთრებული თემა იქნებოდაო, კაკავა ყოველ დღე ვერ ივლიდა დათოსთანო.
მ - ხო, ბიტავუხაზე, პროცესს არ უნდა გაკარებოდა. მარტო ფინანსურად ძმაო, კაკავას ფინანსურად დაავალა, მაგის თვალწინ.

"იმან დაავალა, მილიონი თემა აქვს ძმაო, ის ვიცე-პრემიერია, მინისტრია, ის გეუბნება მე ხო გავალებდი, მარა ქვევით უკვე პ...ჭები ყავს, მაგიტომაც გეუბნები მაგის მოადგილეებს კი არ უნდა ელაპარაკო, მაგას უნდა ელაპარაკო.”

''რუსთავი 2''  მტკიცებით, შეხვედრა მას შემდეგ შედგა, რაც სუბელიანმა უკმაყოფილება გამოთქვა მმართველი გუნდის დამოკიდებულების გამო და დეპუტატს ვიქტორ ჯაფარიძეს, შინაგან საქმეთა მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრას სთხოვა.

რუსთავი 2  ინფორმაციით, სავარაუდოდ მირზა სუბელიანის გაბრაზების მთავარი მიზეზი, თბილისის ყოფილი მთავარი პროკურორი, მიხეილ შაყულაშვილია, რომელმაც საპარლამენტო კომისიას სუბელიანისგან განსხვავებული ჩვენება მისცა და შეუსაბამობამ გააჩინა ეჭვი, რომ სუბელიანმა ცრუ ჩვენება მისცა. ამიტომ ცრუ ჩვენების მიცემაზე პასუხისმგებლობა სუბელიანმა უნდა აიღოს და არა შაყულაშვილმა

შემდეგ ამბობს, რომ მაშინ არა ცრუ ჩვენების გამო, არამედ ადამიანების წამებისთვის და სხვა საქმეებისთვის გაასამართლონ, რომელსაც ხელისუფლების დავალებით აკეთებდა. 

სავარაუდოდ მირზა სუბელიანი და დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძის დიალოგი:

“იმ კაცთან მიდის საუბარი რომელთანაც, თან ასე უთხარი სიტყვა-სიტყვით, ქალაქის პროკურორი რო იყო ეგ ყ..ეთქო, ქალაქის პროკურორი რო იყო და ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეები რო იყო და ვერ ტეხდნენ, მოგვყავდა და ვცემდით, იმიტო რო ამათ გაეხსნათ, აბა როგორ იძლეოდნენ ჩვენებებს და აბა როგორ გაიხსნა?! თეთრაძის საქმე როგორ გაიხსნა?! ქალაქის პროკურატურა იძიებდა საქმეს და ოპერატიულად უზრუნველყოფას ჩვენ უზრუნველვყოფდით, ჩემი პირადი შემადგენლობით.

- პროკურორებმა წამოიღეს თავისი ლეპტოპები და მოვიდნენ ჩვენთან, გენინსპექციაში.

- ორ შვილს ვფიცავარ, მანქანებიდან ვაბრუნებდი ქალაქის პროკურორის მოადგილეს და მაშინ არ დამიზღვევია თავი და ახლა ვიზღვევ თურმე ამ ყლეობაზე. იმიტომაც ვთხოვე სოზარის ამ ბიჭებზე დასაქმებულები იყვნენ, ამ სპეცოპერაციაც ამათი გაკეთებული იყო, ყველაფერი ამათი გაკეთებულია, ამხელა თემები რო კაცს აქვს გაკეთებული, ჩვენ ხალხს ვიტაცებდით და დედას ვუ...ვდით და წინ არ დახვედრიათ არაფერი.
- მოვუყვები ეხლა იმას ყველაფერს.
- არა, სალაპარაკოდ და სავაჭროდ კი არ ვამბობ, ეს დავალებები რაც გვაქ ჩვენ შესრულებული დაფაილებული და შენახული გვაქ, ასე იდგნენ მუხლისჩოქა, შოთაძე და იმას, ნიკამ უარი უთხრა და გამოყარა, მოდი თქვენ შეასრულეთო, კბილაშვილი შემომყავდა, ღარიბა იყო, სადმე გაბაზრდა?! და ბოლო ბოლო ვანოს თემა, მინდოდა ეს ტ..ში შემეტენა?! იმან ვერ გადაწყვიტა ღარიბამ?! იმდენი გვაქვს ოპერატიულად გაკეთებული ძმაო, ჩვენ ერთი გზა გვაქ, ესენი რო თავს იზღვევენ ძმაო, ისინი რო მოვიდნენ დედას მოგ...ნავენ სათითაოდ და მე ჩემებმა მომ..ნეს დედა, სანამ ისინი მოვიდოდნენ.
- ექვსი თვე მელოდებოდნენ სანამ ამერიკიდან ჩამოვიდოდი, რო ამ საქმეზე დავეკითხე.

 - და არც ერთ ბიჭს ჩვენება არ მიუცია, არც ერთი არ გაბოზებულა, რა დაუხვდათ წინ, ერთი საქმე მაინც ამოიღონ, სადაც მე მივდივარ სახელმწიფოს წინააღმდეგ, შენ მაინც არ იცი რამდენჯერ კედელთან მიმამწყვდიეს, ისიც იცი რაზბორკები რო იყო და მე და შენ რო ვიჯექით, იქ რო ვიჯექით რაზბორკაზე, იქაც ვთქვი რო სოზარის დავალებაამეთქი, არ გახსოვს? აბა ეხლა მეტი რა გავაკეთო ეს დედა მო...ული მითხარი. რა არი იცი, რომელი ჯობია? ამიტომაა პოლიტიკა კაი, პოლიტიკურად ყველანაირად ხსნი და მუნდირი რო გაქ ვერანაირად ვერ ხსნი გესმის? მაშინ ცრუ ჩვენებაზე კი არ წამიყენონ მუხლი, ადგნენ და წამებაზე წამიყენონ, ბაჩო ახალაიას მოწმეებს რო ვაწამებდით და როგორ მისცეს... ციხის ბუნტის თემა გაიხსენე, მე და გიომ გავხსენით ძმაო, მე და გიომ, ცხონებულმა, გიო შევუშვი ქურდებთან, ქურდები მყავს გაბოზებული მაგის დედას შე..ცი, ქურდებს მივაცემინე ჩვენებები, უპრეცედენტო რაღაცა მოხდა, ვაბშე ისტორიაში რო არ ყოფილა, მარტო ერთი საქმე რად ღირს, მარტო იმ საქმეზე დაუყენეს ბაჩოს განაჩენი.”

ჩანაწერში, სავარაუდოდ სუბელიანი  დეპუტატს სთხოვს, შეახსენოს მინისტრ გახარიას მათი გარიგების პირობები.

"რა უთხარი იცი გახარიას? ერთად რომ ვქეიფობდით მე ვასაძე და მთელი კამანდა, თურმე შორიდან იცნობდნენ ესენითქო? კარგითქო მართლა. ამაზე უფრო მეტად არის გაგიჟებულითქო. მესიჯი მიუტანე სწორად, არავის ჩაძირვა და არავის გადაძირვა არ მინდა, თვი დამანებონ, შემეშვან, სიტყვა ნათქვამია, ეგ სიტყვა შეასრულონ და აგერ არის 15-ში და ახალწლამდე დამიყენონ განაჩენი.

ვ-ესენი არჩევნების პერიოდია;
მ - არა არჩევნები მერე, იციან. 15 ნოემბერს მაქვს პროცესი. მანამდე არც მაქვს.
ვ-ამიტომ ვფიქრობ მაინც, რომ... ერთი წელი თუ მიუსაჯეს, ჩემი აზრია.
მ - ერთი წელი რატომ? ჯარიმა რატომ არა, ან ვაბშე რატომ ვარ პასუხისგებაში მიცემული. მოსამართლეები გაგიჟებულები არიან.
მ- ..გაგიჟდნენ კინაღამ, სადაა მტკიცებულებები კაცის ჩვენების გარდაო, რას ამბობო..

რატო მძირავენ, ძლივს ხალხმა დამივიწყა და ეხლა ისევ თავიდან ააყაყანე ეს ჟურნალისტები და თქვან ცრუ ჩვენება მისცაო, ისევ თავიდან, ეს უტვინოები, აი მაგათი დალაგებული, დარწმუნებული ვარ ძმაო მაგაში არც ირაკლის ხელი არ ურევია და ოთარის კიდე... ვალშია ძმაო, ეგრეც ხო არ არი ძმაო.
ვ - ოთარი ვინ არი?
მ - ფარცხალაძე, არ არი ვალში?!
ვ - ამ წუთში ოთარი რა შუაშია?
მ - არა? ეგ მართავს ძმაო პროკურატურას, აბა მე ვმართავ?! არ არი ვალში, ვის უფრო მეტი აქ ოთარისთვის გაკეთებული, შაყულას თუ მე, რაღა ვიბაზრო მეტი, არ მინდა არაფერი, ესე უთხარი გაგიჟებულიათქო, მიმისაჯეთ დამანებეთ თქვითქო კაცი იძახისთქო, პირობითს გამომაყოლებენ კიდე ერთი წელი და ვიყიდი იმ პირობითს და ეგ იქნება.”

ჩანაწერში საუბარია შეიარაღებულ ჯგუფებზე, რომელიც სავარაუდოდ სუბელიანს ჰყავს. 

„ოხ მე ( არ ისმის) არ ვყოფილიყავი, მე, ბო..შვილი ვიყო, ამას არ დავთანხმდებოდი. ჩემ შვილებს გეფიცები თუ 50 კაცი მყავდეს...
ვ- მეც არ მჯერა რომ ეს კარგი იქნებოდა..
მ- იქნებოდა. ჩემი 50 კაცი მაგათ ბრდღვნად... ვერ ბედავდნენ ახლოს ჩვენთან მოსვლას. ერთი კვირა... და ვერ ბედავდნენ ახლოს მოსვლას. იმიტომ, რომ იცოდნენ, რაც მოყვებოდა.
ვ-რომელს აქვს მაგის ტ..აკი?
მ- რომელ სახელმწიფოზე მელაპარაკები. რაზე მელაპარაკები ბო..იშვილი ვიყო. მითხარი, ძმაო -ერთი დამისახელე რაში ვარ ჩაჭრილი.“

ამათ იცი რისი ეშინიათ რო, ამის თემა, კაკავას... ამის თემა დახურონ რო მერე სამომავლოდ ვიღაცამ არ ამოქექოს.”

ჩანაწერი ''რუსთავი 2'' ეთერში, გუშინ ღამით გავიდა. 

პროკურატუმარამ გამოძიება  პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვისთვის დაიწყო. 

"გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი, 157-ე მუხლის პირველი, 158-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებითა და 333- ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიებას აწარმოებს საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი. გამოძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ხვალ ეცნობება საზოგადოებას".

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი