დაგროვებითი საპენსიო სისტემის ახალი მოდელი

14 ოქტომბერი 2018, 00:00 1925 ნახვა

დაგროვებითი საპენსიო სისტემის ახალი მოდელის პროექტი, რომელიც “ევროპულმა საქართველომ” მოამზადა პარლამენტის ბიუროს ხვალ წარედგინება. ინიციატივა ყოველ მოქალაქეს უტოვებს არჩევანს, დაგროვებით საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით ჩაერთოს. იგი ერთნაირად და თანაბრად ხელმისაწვდომია ყველა ასაკის ადამიანისთვის (და არა მხოლოდ 40 წელს ქვემოთ ასაკის დასაქმებულთათვის) და დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეს აძლევს არჩევანს, თავად განსაზღვროს დასაგროვებელი თანხის ყოველთვიური ოდენობა.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ “ევროპული საქართველოს” მიერ შემუშავებული დაგროვებითი საპენსიო სისტემით, 40 წლის ქალი მასწავლებელი, რომელსაც დღეს დარიცხული ხელფასი 500 ლარი აქვს და ხელზე 400 ლარს იღებს, 20 წლის შემდეგ საბაზისო პენსიაზე დამატებით თვეში 576 ლარს მიიღებს. უფრო მაღალშემოსავლიანი ადამიანების დაგროვებული პენსია კი, საბაზისო პენსიასთან ერთად, კიდევ უფრო მეტი იქნება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი